ავღანეთის გარდამავალი მთავრობის მეთაურმა ჰამიდ

ავღანეთის გარდამავალი მთავრობის მეთაურმა ჰამიდ კარზაიმ განაცხადა,
ავღანეთის გარდამავალი მთავრობის მეთაურმა ჰამიდ კარზაიმ განაცხადა,
რომ მისი მთავრობის მისამართით გამოთქმულ კრიტიკასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებას მოითხოვს პაკისტანის პრეზიდენტის, ფერვეზ მუშარაფისაგან. ევროპაში სტუმრობისას გასულ კვირაში,მუშარაფმა თქვა, რომ აუცილებლად მიაჩნია უშიშროების განმტკიცება ავღანეთში, და რომ პაკისტანმა რჩევა-დარიგება მისცა ამის თაობაზე კარზაის. ჰამიდ კარზაიმ უკმაყოფილება და სინანული გამოთქვა მუშარაფის მიერ გაკეთებული განცხადების გამო და აღნიშნა, რომ წინააღმდეგია ყოველგვარი ჩარევისა მისი ქვეყნის საშინაო საქმეებში.