აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ენერგეტიკის სფეროს

აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლები დღეს ბაქოში შეხვედრას მართავენ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ყაზახეთის ნავთობის ექსპორტის შესახებ.
აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლები დღეს ბაქოში შეხვედრას მართავენ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ყაზახეთის ნავთობის ექსპორტის შესახებ.
შეხვედრაზე მიღებულ უნდა იქნეს შეთანხმების პროექტი ნავთობსადენის მეშვოებით წელიწადში 20 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გადატანის თაობაზე. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, რომლის მშენებლობა 2 მილიარდ 950 მილიონი დოლარი დაჯდება, ძირითადად აზერბაიჯანის ნავთობს გადაქაჩავს თურქეთში საქართველოს გავლით. ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, ნავთობსადენისთვის ყაზახეთის ნავთობის დამატება გაზრდიდა პროექტის ეკონომიურობას, ვინაიდან მარტო აზერბაიჯანს საკმარისი რეზერვები არ მოეპოვება ნავთობსადენისთვის.