რუსეთსა და ევროპის კავშირს შორის

რუსეთსა და ევროპის კავშირს შორის უვიზო რეჟიმის შემოღება განიხილეს დღეს რომში იტალიისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, კარლო ჩამპიმ და ვლადიმირ პუტინმა.
რუსეთსა და ევროპის კავშირს შორის უვიზო რეჟიმის შემოღება განიხილეს დღეს რომში იტალიისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, კარლო ჩამპიმ და ვლადიმირ პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ მოელის პრობლემის სწრაფად გადაწყვეტას და იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი და რუსეთი მჭიდროდ ითანამშრომლებენ ამ საკითხში. ჩამპიმ აღნიშნა პუტინის გადამწყვეტი მნიშვნელობა რუსეთში ეკონომიკური რეფორმების გატარების საქმეში. მოლაპარაკებების მსვლელობისას იტალიის პრეზიდენტს არ უხსენებია კომპანია "იუკოსის" ყოფილი ხელმძღვანელის, მიხაილ ხოდორკოვსკის საქმე. ხოდორკოვსკის დაპატიმრებამ სერიოზული შეშფოთება გამოიწვია დასავლელ ინვესტორებს შორის.