საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება და კრიზისის დაძლევასთან დაკავშირებული შეხედულებები

გიორგი კაკაბაძე, თბილისი საქართველოში შექმნილმა რთულმა პოლიტიკურმა ვითარებამ გამოკვეთა
ის განსხვავებული პოზიციები, რომლებსაც დაპირისპირებული პოლიტიკური ძალები იცავენ. დღევანდელი ვითარების, აგრეთვე, მოვლენების სასურველი სცენარით განვითარებისა და სერიოზული კონფლიქტის თავიდან აცილების პერსპექტივებზე საუბრობენ სადისკუსიო მაგიდის დღევანდელი სტუმრები, სოციალისტური პარტიის თავმჯდომარე, ვახტანგ რჩეულიშვილი და ნაციონალური მოძრაობის წევრი, ბესო ჯუღელი.
მათ თბილისის სტუდიაში გიორგი კაკაბაძე მასპინძლობს.