ავღანეთის გარდამავალი მთავრობის მეთაურმა ჰამიდ

ავღანეთის გარდამავალი მთავრობის მეთაურმა ჰამიდ კარზაიმ მოლაპარაკება გამართა დღეს ქაბულში
ავღანეთის გარდამავალი მთავრობის მეთაურმა ჰამიდ კარზაიმ მოლაპარაკება გამართა დღეს ქაბულში
აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდალ ჯონ აბიზაიდთან იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა აღიკვეთოს ის ძალადობა, რასაც ავღანეთის ტერიტორიაზე ანხორციელებენ პაკისტანში გახიზნული თალიბები და "ალ-ყაიდის" მებრძოლები. ამავე საკითხს დაეთმობა უახლოეს დღეებში სამმხრივი შეხვედრა ავღანეთის, პაკისტანის და შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლებისა. გასული ივლისიდან მოყოლებული მოიერიშეთა თავდასხმებმა ავღანეთში 400-ზე მეტი ადამიანის, მათ შორის ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის, ავღანელი ჯარისკაცებისა და ჰუმანიტარულ ორგანიზაციათა თანამშრომლის სიცოცხლე იმსხვერპლა.