აშშ-ის თავდაცვის მინისტრი დეკემბრის დასაწყისში

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი დეკემბრის დასაწყისში აზერბაიჯანში ჩავა და შესაძლოა საქართველოსაც ეწვიოს.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრი დეკემბრის დასაწყისში აზერბაიჯანში ჩავა და შესაძლოა საქართველოსაც ეწვიოს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "იტარ-ტასი" იუწყება, ვაშინგტონში აზერბაიჯანის საელჩომ გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვით დონალდ რამსფელდი, ბრიუსელში ნატოს კონფერენციის შემდეგ ბაქოს ეწვევა 1-2 დეკემბერს. ადრე გავრცელებული ინფორმაციით კი რამსფელდი თბილისში ჩასვლასაც აპირებს. საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსის" ცნობით, ინფორმაციას რამსფელდის თბილისში ვიზიტზე პენტაგონის წარმომადგენლები არც ადასტურებენ და არც უარყოფენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ უსაფრთხოების მოსაზრებებით, რამსფელდის მარშრუტები არ ხმაურდება.