"სახალხო მოძრაობა - ჩვენი აჭარა"

"სახალხო მოძრაობა - ჩვენი აჭარა" "პოლიტიკურ მკვლელობას" უწოდებს გუშინ საღამოს, ბათუმში განხორციელებულ თავდასხმას,
"სახალხო მოძრაობა - ჩვენი აჭარა" "პოლიტიკურ მკვლელობას" უწოდებს გუშინ საღამოს, ბათუმში განხორციელებულ თავდასხმას,
რომლის შედეგად პისტოლეტიდან გასროლით მოკლეს აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, საგანგებო სიტუაციათა სამმართველოს უფროსი თემურ ინაიშვილი. "სახალხო მოძრაობა - ჩვენი აჭარის" მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, თემურ ინაიშვილის ძმა რუსლან ინაიშვილი "ჩვენი აჭარის" სათათბიროს წევრია, ხოლო მოძრაობის ერთ-ერთი "გამოკვეთილი სახე", ფოთის პორტის ხელმძღვანელი ჯემალ ინაიშვილი გარდაცვლილის ბიძაშვილია. ამავე განცხადების თანახმად, თავად თემურ ინაიშვილი არ მალავდა თავის კეთილგანწყობას "ჩვენი აჭარის" ერთ-ერთი ლიდერის, კობა ხაბაზისა და ამ ორგანიზაციის დამფუძნებლების მიმართ. დღესვე, თბილისში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ჰამლეტ ჭიპაშვილმა განაცხადა, რომ თემურ ინაიშვილის მკვლელობა შურისძიების ნიადაგზე განხორციელდა და პოლიტიკას არ უკავშირდება.