ირანის მთავრობა არ გამორიცხავს ქვეყნის

ირანის მთავრობა არ გამორიცხავს ქვეყნის პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტის და საპარლამენტო არჩევნების დათქმულ ვადაში, 20 თებერვალს, ჩატარების შესაძლებლობას.
ირანის მთავრობა არ გამორიცხავს ქვეყნის პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტის და საპარლამენტო არჩევნების დათქმულ ვადაში, 20 თებერვალს, ჩატარების შესაძლებლობას.
მთავრობის წარმომადგენელმა აბდოლა რამაზანზადემ განაცხადა, რომ ქვენის სულიერ ლიდერთან, ალი ხამენეისთან მოლაპარაკებებმა, შესაძლოა, უკვე ხუთშაბათს გამოიღოს დადებითი შედეგი. რამაზანზადემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აიათოლამ განკარგულება გასცა გუშაგთა საბჭოს, განმეორებით განიხილოს გადაწყვეტილება ორიათასზე მეტი კანდიდატისთვის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის თაობაზე.