18 თებერვლიდან საქართველოს ახალი მთავრობა ჰყავს.

დავით პაიჭაძე, თბილისი 18 თებერვლიდან საქართველოს ახალი მთავრობა ჰყავს.
რამდენად არის მთავრობა გუნდი და რას ნიშნავს გუნდის ცნება მთავრობაში; არის თუ არა ახალ მთავრობაში კორუფციის საფრთხის ნიშნები; რაზე იქნება დამოკიდებული მთავრობის ფუნქციათა ეფექტიანი განხორციელება? მოქნილია თუ მოუქნელი მთავრობის სტრუქტურა - ამ საკითხებზე თბილისის სტუდიაში, სადისკუსიო მაგიდასთან მსჯელობენ ბოლო პერიოდში საქართველოს ახალი ხელიოსუფლების შესახებ არაერთი ანალიზური წერილის ავტორი, პუბლიცისტი დავით ზურაბიშვილი და ფილოსოფიის დოქტორი გიგი თევზაძე. გადაცემას დავით პაიჭაძე უძღვება.