ხუთშაბათს შეერთებული შტატებისა და რუსეთის

ხუთშაბათს შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების
ხუთშაბათს შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების
სატელეფონო საუბარი შედგა. ჯორჯ ბუშმა გამოთქვა იმედი, რომ რუსეთის მთავრობა მომავალშიც რეფორმების გზას მიყვება. თეთრის სახლის წარმომადგენლის კლერ ბიუქენის თქმით, ბუში და პუტინი შეთანხმდნენ, რომ ერაყში მოვლენათა წარმართვაში გადამწყვეტი როლი გაერომ უნდა შეასრულოს. ამას გარდა, ჯორჯ ბუშმა ვლადიმირ პუტინს გაუზიარა შთაბეჭდილება საქართველოს ახალ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ქართველ კოლეგას "კონსტრუქციული რეფორმატორი" უწოდა.