3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნა.

დავით პაიჭაძე, თბილისი 3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნა.
რა დატვირთვა აქვს დედას ქართულ კულტურაში და როგორია ამ დატვირთვის შედეგები; რას ნიშნავს დედის ხაზი და სუსტდება თუ არა მისი გავლენა საქართველოს პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ ყოფაში; როგორ საწყისს - ქალურს თუ მამაკაცურს - განასახიერებს საქართველოს პრეზიდენტი? დედის დღემ ამ საკითხებზე მსჯელობისათვის სადისკუსიო მაგიდასთან დასხა ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე და სოციოლოგი ემზარ ჯგერენაია. მათ საუბარს თბილისის სტუდიაში დავით პაიჭაძე უძღვება.