ისრაელის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის

ისრაელის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, მოშე იაალონის განცხადებით,
ისრაელის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, მოშე იაალონის განცხადებით,
ისრაელი მზად არის, ღაზის სექტორში პალესტინელთა კიდევ ასობით სახლი დაანგრიოს. დღეს დილით ისრაელის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა დროებითი აკრძალვა ქალაქ რაფაჰში სახლების ნგრევაზე, რომლის შემოღებასაც პალესტინელი უფლებადამცავები მოითხოვდნენ. ამ ოპერაციის მიზანია, გაფართოებულ იქნეს უსაფრთხოების ზონა ეგვიპტესა და ქალაქ რაფაჰს შორის საზღვრის გაყოლებაზე. სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა განაცხადა: [არიელ შარონის ხმა] "ჩვენ არ დავუშვებთ, რომ პალესტინელთა ტერორმა იმ მასშტაბს მიაღწიოს, რომელსაც ესწრაფის, და საფრთხე შეუქმნას ჩვენი ქვეყნის გულს მას შემდეგ, რაც ღაზას დავტოვებთ." ისრაელს განზრახული აქვს, სახლები სხვა რაიონში ააშენოს და დანგრეული სახლების მცხოვრებნი იქ გადაიყვანოს.