პეკინში მესამე დღეა მიმდინარეობს ექვსი

პეკინში მესამე დღეა მიმდინარეობს ექვსი სახელმწიფოს მოლაპარაკება
პეკინში მესამე დღეა მიმდინარეობს ექვსი სახელმწიფოს მოლაპარაკება
ჩრდილოეთი კორეის ბირთვული პროგრამის შესახებ. მოლაპარაკების პროცესში წინსვლა დიდხანს არ შეიმჩნეოდა, მაგრამ უკანასკნელი ცნობებით, მოლაპარაკებამ კონსენსუსს მიაღწია. ბირთვული გამოცდების აკრძალვა პირველი ნაბიჯი იქნება ჩრდილოეთი კორეის ბირთვული განიარაღების საქმეში. საგარეო საქმეთა მინისტრის პრეს-მდივანმა მოლაპარაკებას "სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე პოლიტიკური კონსენსუსი" უწოდა. მან შემდეგი განცხადება გააკეთა: "დღევანდელი მოლაპარაკება ნაყოფიერი და გულახდილი იყო. ყველა მონაწილემ ერთხმად მიიღო პირველი ნაბიჯი ბირთვული განიარაღებისკენ, რომელიც ჩრდილოეთი კორეის მიერ ბირთვული გამოცდების აკრძალვას და სხვა შესაბამის ზომებსაც გულისხმობს. ეს არის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე პოლიტიკური კონსენსუსი, რომლის მიღწევაც მოხერხდა ამ მოლაპარაკებების დროს." ჩრდილოეთი კორეა გუშინ ორმხრივი მოლაპარაკებისას დაემუქრა შეერთებულ შტატებს ბირთვული იარაღის გამოცდით. ჩინეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს თანახმად, მოლაპარაკებები ხვალ დამთავრდება, როგორც დაგეგმილი იყო.