რუსეთის საგადასახადო უწყების მაღალჩინოსნებმა იუკოსს

რუსეთის საგადასახადო უწყების მაღალჩინოსნებმა იუკოსს ძველი დავალიანების
რუსეთის საგადასახადო უწყების მაღალჩინოსნებმა იუკოსს ძველი დავალიანების
ახალი ანგარიში წარუდგინეს და ის კომპანიისთვის მოსალოდნელზე მეტი აღმოჩნდა. საგადასახადო შემოსავლების მინისტრის განცხადებით, რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ნავთობმომპოვებელ კომპანიას 2000 წლის – 3,4 მილიარდი დოლარის გარდა, გადასახდელი აქვს 2001 წელს დაგროვილი – 4,2 მილიარდი დოლარი. იუკოსი ჯერ კიდევ გუშინ გამოთქვამდა შეშფოთებას, რომ მისი საბანკო ანგარიშების სასამართლო წესით დაყადაღების გამო, შესაძლოა საქმიანობის საერთოდ შეწყვეტა მოუხდეს. რუსეთის მთავრობის განცხადებით, იუკოსი ნავთობს რეგიონებში რეგისტრირებული კომპანიების სახელით ყიდდა, რადგანაც პერიფერიებში გადასახადები შედარებით დაბალია.