ბერლინში ქალაქის ხელმძღვანელობამ აკრძალა ანტი-ისლამური

ბერლინში ქალაქის ხელმძღვანელობამ აკრძალა ანტი-ისლამური დემონსტრაცია,
ბერლინში ქალაქის ხელმძღვანელობამ აკრძალა ანტი-ისლამური დემონსტრაცია,
რომლის ჩატარებასაც გერმანიის უკიდურესად მემარჯვენე ნაციონალისტურ-დემოკრატიული პარტია აპირებდა. ერჰარტ კიორტინგი, ბერლინის პოლიციის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ დემონსტრაციის ჩატარება ლოზუნგით "ძირს ქალაქის ისლამისტური ცენტრები", გერმანიის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. დემონსტრაცია ხვალისთვის იყო დაგეგმილი. გერმანიის ნაციონალისტურ-დემოკრატიული პარტიის ბევრი წევრი თავს ღიად ნეო-ნაცისტად აცხადებს.