კამბოჯას ახალი მეფე ჰყავს -

კამბოჯას ახალი მეფე ჰყავს - ნოროდომ სიჰამონი.
კამბოჯას ახალი მეფე ჰყავს - ნოროდომ სიჰამონი.

მან სამეფო ტახტზე მამა - ნოროდომ სიჰანუკი შეცვალა. კამბოჯის სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა, ჩეა სიმმა განაცხადა, რომ 51 წლის სიჰამონის ტახტზე ასვლას მიემხრო სამეფო კარის 9-წევრიანი საბჭო. მეფე სიჰანუკმა, რომელიც 81 წლისაა, გასულ კვირაში ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო გამოთქვა გადადგომის სურვილი.