ზურაბ ჟვანიამ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა

ზურაბ ჟვანიამ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა კანონპროექტს "ზოგადი განათლების შესახებ".
ზურაბ ჟვანიამ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა კანონპროექტს "ზოგადი განათლების შესახებ".
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ არ დაუშვებს პარლამენტში კანონპროექტის ძირითადი დებულებების შეცვლას, რადგან დოკუმენტი საქართველოს მთავრობის ერთიან პოზიციას გამოხატავს. ეკონომიკური განვითარების მინისტრის კახა ბენდუქიძის აზრით, სწორი აღმზრდელობით-საგანმანათლებლო პოლიტიკა ქვეყანას საშუალებას მისცემს, შექმნას ინტელექტუალური რესურსი, რომელიც უფრო ნაყოფიერია, ვიდრე ნავთობი, გაზი სხვა ბუნებრივი რესურსები. ზურაბ ჟვანიას განცხადებით, განათლების კანონის მიღება სტიმულს მისცემს რეფორმის განხორციელებას.