ევროკავშირი წევრი სახელმწიფოების მთავრობებს სიგარეტის

ევროკავშირი წევრი სახელმწიფოების მთავრობებს სიგარეტის მოხმარების
ევროკავშირი წევრი სახელმწიფოების მთავრობებს სიგარეტის მოხმარების
საწინააღმდეგო ახალი კამპანიის დაწყებისკენ მოუწოდებს, რაც სიგარეტის კოლოფების საშინელი, შემაძრწუნებელი სურათებით გაფორმებაში უნდა გამოიხატოს. ევროკომისარს ჯანდაცვის საკითხებში დევიდ ბირნს მიაჩნია, რომ ადამიანები უნდა შეაძრწუნოს სიგარეტის კოლოფებზე გამოსახულმა სურათმა. შეთავაზებულ 42 სურათს შორის არის ყელის კიბოს მქონე ადამიანის გრაფიკული ფოტოც.