გაეროს უშიშროების საბჭომ შეშფოთება გამოთქვა

გაეროს უშიშროების საბჭომ შეშფოთება გამოთქვა აფხაზეთის კონფლიქტში დაპირისპირებულ მხარეთა
გაეროს უშიშროების საბჭომ შეშფოთება გამოთქვა აფხაზეთის კონფლიქტში დაპირისპირებულ მხარეთა
შორის დიალოგის არარსებობის გამო. ნიუ იორკში გამოქვეყნებულ განცხადებაში უშიშროების საბჭო ხაზს უსვამს, რომ აუცილებელია ძალისხმევის გააქტიურება აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით. უშიშროების საბჭოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, ბრიტანეთის წარმომადგენელმა ადამ ტომსონმა განაცხადა, რომ სამშვიდობო პროცესი ჩიხში შეიყვანა აფხაზეთის მოუგვარებელმა პოლიტიკურმა მდგომარეობამ. ტომსონის ხმა "ჩემი აზრით, მართებული იქნება ვთქვათ, რომ უშიშროების საბჭოში სიტყვით გამოსულთა უმრავლესობას კარგად ესმის: ამჟამად სამშვიდობო პროცესი თითქმის გაყინულია და ამის მიზეზი მნიშვნელოვანწილად აფხაზთა მხრიდან თანამოსაუბრის არარსებობაა." უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ ადამ ტომსონმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება ე.წ. "მეგობარი ქვეყნების" წარმომადგენელთა მაღალი დონის შეხვედრა, რომლის მიზანი სამშვიდობო პროცესის გამოცოცხლება იქნება.