თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა

თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა ვიაჩესლავ ეშბამ აფხაზეთის
თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა ვიაჩესლავ ეშბამ აფხაზეთის
სამხედრო ძალების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის ბრძანება გასცა, - იტყობინება "პრაიმ-ნიუსი". ეშბამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აფხაზურ მხარეს აქვს მონაცემები დასავლეთ საქართველოში ქართული ჯარის კონცენტრაციის შესახებ, რისი მიზანიც აფხაზეთში შეჭრა და მისი სახელმწიფოებრიობის განადგურებაა. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში გიორგი ხაინდრავა სოხუმის ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებას "სრულ აბსურდს" უწოდებს და იმეორებს, რომ საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან არსებული კონფლიქტების მოგვარებას მხოლოდ მშვიდობიანი გზით აპირებს.