ნატოს გენერალური მდივანი იაპ დე

ნატოს გენერალური მდივანი იაპ დე ჰოოპ სხეფერი აზერბაიჯანსა და სომხეთში
ნატოს გენერალური მდივანი იაპ დე ჰოოპ სხეფერი აზერბაიჯანსა და სომხეთში
ვიზიტების შემდეგ აცხადებს, რომ ალიანსი არ მიიღებს მონაწილეობას ამ ორ ქვეყანას შორის მთიანი ყარაბაღის გამო არსებული კონფლიქტის მოგვარებაში: [სხეფერის ხმა] "ნატოს არ შეუძლია და არც შეასრულებს პირდაპირ როლს აღნიშნულ პროცესში. ნატოს მოკავშირეები, რა თქმა უნდა, აღიარებენ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას. მოგეხსენებათ, რომ მინსკის ჯგუფი, მისი თანათავმჯდომარეები, ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია ჩართული არიან ამ პროცესში და ცდილობენ მიაღწიონ მთიანი ყარაბაღის პრობლემის სამართლიან გადაწყვეტას. ნატო პირდაპირ არ ჩაერევა ამ პროცესში". ერევანში გამართულ პრეს-კონფერენციაზე იაპ დე ჰოოპ სხეფერმა განაცხადა, რომ ნატო არ აპირებს სამხრეთ კავკასიაში ბაზების განთავსებას.