სოფელ კეხვიდან 22 წლის ელდარ

სოფელ კეხვიდან 22 წლის ელდარ კახნიაშვილის გატაცების გამო კონფლიქტის ზონაში
სოფელ კეხვიდან 22 წლის ელდარ კახნიაშვილის გატაცების გამო კონფლიქტის ზონაში
კვლავინდებურად დაძაბული ვითარებაა. პრაიმ-ნიუსს მოჰყავს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის ალექსანდრე სუხიტაშვილის სიტყვები იმის თაობაზე, რომ დღეს მან ცხინვალში მოლაპარაკება გამართო ოს სამართალდამცავებთან. კახნიაშვილის ახლობლები და კეხვის მოსახლეობა კი მძევლის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავენ. თავის მხრივ, ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა კატეგორიულად უარყოფს ოსთა მხარის მიერ კახნიაშვილის გატაცების ფაქტს და აცხადებს, რომ ეს შიდა ქართლის გუბერნატორის, მიხეილ ქარელის მიერ მოწყობილი პროვოკაციაა.