სამხრეთი ოსეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხებზე

სამხრეთი ოსეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხებზე მომუშავე შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა
სამხრეთი ოსეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხებზე მომუშავე შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა
უახლოეს დღეებში გაიმართება ვლადიკავკაზში. როგორც ჟურნალისტებს კომისიის თანათავმჯდომარემ თეიმურაზ კუსოვმა განუცხადა, სხდომა, სავარაუდოდ, მომდევნო კვირის ბოლოს შედგება. კუსოვის თქმით, შეხვედრაზე განიხილავენ კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტასა და არსებული დაძაბულობის განმუხტვასთან დაკავშირებით სოჭის შეთანხმებებისა და კომისიის მიერ უწინ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მიმდინარეობას.