საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი რუსეთის

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური
წარმომადგენლის ალექსანდრ იაკოვენკოს პარასკევის განცხადებას გამოემხაურა. სალომე ზურაბიშვილმა იაკოვენკოს განცხადებას საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა უწოდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია: "საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად გმობს რუსეთის ფედერაციის ამ განზრახვას და მოუწოდებს მას, თავი შეიკავოს სუვერენული მეზობელი ქვეყნის ავტონომიურ რესპუბლიკაში მიმდინარე პროცესებში ჩარევისგან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს გაეროს გენერალური მდივნის საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრ ქვეყნებსა და მსოფლიო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის ფედერაციის მცდელობებს, ცალსახად დაუჭირონ მხარი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდონ რუსეთის ფედერაციას თავი შეიკაოს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისაგან."