ამერიკელმა და ერაყელმა ჯარისკაცებმა წამოიწყეს

ამერიკელმა და ერაყელმა ჯარისკაცებმა წამოიწყეს იერიში მეამბოხეთა პოზიციებზე
ამერიკელმა და ერაყელმა ჯარისკაცებმა წამოიწყეს იერიში მეამბოხეთა პოზიციებზე
ჩრდილოეთი ერაყის ქალაქ მოსულში. აშშ-ის სარდლობის პრესმდივნის განცხადებით, ოპერაციები დაიწყო მდინარე ტიგროსის დასავლეთ ნაპირზე, ამ რაიონში პოლიციის სადგურებზე კონტროლის აღსადგენად. ამავე დროს, გრძელდება ბრძოლები ქალაქ ფალუჯაში, რომელიც ამერიკელმა სამხედროებმა, ფაქტობრივად, აიღეს. თუმცა, აქა-იქ მეამბოხეები მაინც განაგრძობენ წინააღმდეგობის გაწევას. ამერიკელ სამხედროებსა და მეამბოხეებს შორის შეტაკებებზე იუწყებიან ქალაქ ბაკუბიდანაც, რომელიც ბაღდადის ჩრდილოეთით მდებარეობს. გარდა ამისა, დაიწყო გამოძიება ფალუჯაში მომხდარი ინციდენტისა, რომელიც სატელევიზიო კამერით არის გადაღებული: როგორ ესვრის ამერიკელი სამხედრო პირი ერაყელ ტყვეს, რომელიც მას აშკარად არ უწევს წინააღმდეგობას და დაჭრილია.