ეგვიპტეში საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ

ეგვიპტეში საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ აბულ ღეიტმა გახსნა ერაყისადმი
ეგვიპტეში საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ აბულ ღეიტმა გახსნა ერაყისადმი
მიძღვნილი კონფერენციის მუშაობა კონფერენციის მეორე - ბოლო დღეს: მან ერაყში სტაბილიზაცია ისრაელ-პალესტინელების კონფლიქტის მოგვარებას დაუკავშირა. კონფერენციაზე, რომელიც კურორტ შარმ ელ-შეიხში მიმდინარეობს - აბუ ღეიტმა აღნიშნა, რომ ერაყში სტაბილიზაციაზე მუშაობა, არ შეიძლება, კავშირში არ იყოს პალეტსინელების საკითხის მოგვარებასთან. მისივე თქმით, სტაბილურობა და უშიშროება ერაყში გავლენას ახდენს სტაბილურობასა და უშიშროებაზე ახლო აღმოსავლეთში - თუ მთელს მსოფლიოში არა. იუწყებიან ასევე, რომ გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის განცხადებით, 30 იანვრის საყოველთაო არჩევნებს ერაყში დემოკრატიზაციისათვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს.