ბაღდადში ორი ბომბი აფეთქდა ცენტრში

ბაღდადში ორი ბომბი აფეთქდა ცენტრში მდებარე პოლიციის სადგურთან.
ბაღდადში ორი ბომბი აფეთქდა ცენტრში მდებარე პოლიციის სადგურთან.
დაიღუპა სულ ცოტა 7, დაიჭრა 60-მდე ადამიანი. უმრავლესობა, როგორც იუწყებიან, პოლიციელები არიან.
ამერიკული სამხედრო წყაროების ცნობით, ბოლო ორი დღის მანძილზე 4 ამერიკელი ჯარსიკაცი დაიღუპა მათზე სხვადასხვა თავდასხმის შედეგად. ჩრდილოეთ ერაყში მდებარე ქალაქ მოსულიდან გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელმა მოიერიშემ მანქანა ააფეთქა ავტობუსთან, რომელშიც ქურთების გასამხედროებულ ჯგუფ "ფეშმერგას" წევრები იყვნენ. დაიღუპა, სულ ცოტა, 7 ადამიანი.