შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების

შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების გაერთიანების შემდეგ ამ სისტემაში დაგეგმილი
შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების გაერთიანების შემდეგ ამ სისტემაში დაგეგმილი
რეფორმების შესაბამისად, პოლიციის უფროსების თანამდებობები არჩევითი გახდება. უშიშროებისა და შინაგან საქმეთა გაერთიანებული სამინისტროს ახლად დანიშნული ხელმძღვანელის, ვანო მერაბიშვილის თქმით, პოლიციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამინისტროს ჩამოყალიბების შემდეგ, ყველა რაიონის, ქალაქის და ქვეგანყოფილების პოლიციის უფროსებს ხალხი აირჩევს და თანამდებობებს დაიკავებენ საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პირები. იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ კანონპროექტს პოლიციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამინისტროს სტრუქტურული რეფორმების შესახებ დღეს განიხილავდა პარლამენტის იურიდიული კომიტეტი.