ისრაელის პოლიციამ დააკავა პალესტინელთა ავტონომიის

ისრაელის პოლიციამ დააკავა პალესტინელთა ავტონომიის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი მუსტაფა ბარღუტი,
ისრაელის პოლიციამ დააკავა პალესტინელთა ავტონომიის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი მუსტაფა ბარღუტი,
პალესტინელთა ავტონომიის აღმოსავლეთ იერუსალიმში შინასაარჩევნო კამპანიის დროს.
ისრაელის მთავრობა ყოველ ღონეს იხმარს, რათა ახალი ხელმძღვანელის არჩევნები 9 იანვარს, შეძლებისდაგვარად, მშვიდ ვითარებაში ჩატარდეს - განაცხადა არიელ შარონმა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, კენჭისყრის დროს პალესტინელთა ტერიტორიებზე იმოქმედებს გადაადგილების შეზღუდვის შერბილებული რეჟიმი. ხმის მიცემის საშუალება მიეცემათ აღმოსავლეთი იერუსალიმის მცხოვრებთ. დაგეგმილია არჩევნებზე 500-მდე უცხოელი მეთვალყურის დასწრება. ისრაელის ციხეებიდან გაათავისუფლებენ 160-მდე პალესტინელს. აი, რა თქვა ამასთან დაკავშირებით შარონის პრესმდივანმა ავი პაზნერმა: [ავი პაზნერის ხმა] "გამორიცხული არ არის, პატიმართა კიდევ რაღაც რაოდენობა გავათავისუფლოთ. დიდწილად ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორი მდგომარეობა იქნება პალესტინელთა ტერიტორიებზე." გუშინ პალესტინელთა ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ლიდერმა მაჰმუდ აბასმა თანამემამულეებს მოუწოდა, უარი თქვან ისრაელთან შეიარაღებულ ბრძოლაზე და განაცხადა, რომ პალესტინელები ისრაელს ძალით ვერ მოერევიან. აბასის თქმით, დამოუკიდებლობის მოპოვება მხოლოდ მშვიდობიანი გზით არის შესაძლებელი.