აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 12 იანვრისთვის

აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 12 იანვრისთვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში,
აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 12 იანვრისთვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში,
სერგეი ბაღაფშის გარდა, მონაწილეობას მიიღებს აფხაზეთის სახალხო პარტიის თავმჯდომარე იაკუბ ლაკობაც. აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბატალ ტაბაღუას განცხადებით, საარჩევნო კომისიამ ლაკობა რეგისტრაციაში დღეს გაატარა. აფხაზეთში 3 ოქტომბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში სახალხო პარტიის ლიდერმა იაკუბ ლაკობამ ამომრჩეველთა 506 ხმა მიიღო. ინტერპრესის სააგენტო, სოხუმის ხელისუფლებასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიულობის საჩვენებლად, არჩევნებში მონაწილეობის მიღება იაკუბ ლაკობას სერგეი ბაღაფშისა და რაულ ხაჯიმბას მხარდამჭერებმა სთხოვეს. იმავე წყაროს მტკიცებით, ლაკობა არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებდა.