სამხრეთ აზიაში კვირას მომხდარი მიწისძვრისა

სამხრეთ აზიაში კვირას მომხდარი მიწისძვრისა და ამით გამოწვეული ცუნამების მსხვერპლთა
სამხრეთ აზიაში კვირას მომხდარი მიწისძვრისა და ამით გამოწვეული ცუნამების მსხვერპლთა
რიცხვმა 60 ათასს მიაღწია. ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა ინდონეზიაში, სადაც სტიქიურ უბედურებას, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ინორმაციით, 27 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. შრი ლანკაში, პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებული ცნობით, დაღუპულთა რიცხვი 18 ათასს აღწევს. ინდოეთში ცუნამიმ, როგორც ახლა იუწყებიან, 8 000-ზე მეტი ადამიანი მოკლა. სამივე ქვეყანაში მოსალოდნელია მსხვერპლის რიცხვის კიდევ უფრო გაზრდა. ტაილანდში დაღუპულების რაოდენობამ 1500-ს გადააჭარბა. შედარებით ნაკლებია მსხვერპლი მალაიზიაში, ბირმაში, მალდივის კუნძულებზე. მილიონობით ადამაინი უსახლკაროდ დარჩა. ტაილანდის საგარეო საქმეთა მინისტრმა სურაკიარტ სათირატაიმ განაცხადა: [სურაკიარტ სათირატაის ხმა] "არ ვიცით, დაზარალებულთა შორის რამდენია უცხოელი ტურისტი და რამდენი - ტაილანდელი. მაგრამ განსაკუთრებით შეშფოთებული ვართ უცხოელთა ბედით, რადგან ისინი ჩვენი სტუმრები არიან." ასობით უცხოელი ტურისტის ბედი ჯერაც გაურკვეველია. სულ ცოტა, 700 უცხოელი ითვლება დაღუპულად ან დაკარგულად. უკვე დადასტურებულია, რომ დაიღუპა 70 ევროპელი, იუწყებიან აგრეთვე 11 ამერიკელის დაღუპვის შესახებ.