საქართველოს უშიშროების სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმმა

საქართველოს უშიშროების სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმმა დღეს დილით გარდაბნის რაიონში დააკავა
საქართველოს უშიშროების სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმმა დღეს დილით გარდაბნის რაიონში დააკავა
რვაკაციანი კრიმინალური ჯგუფი, რომელიც ბაქო-სუფსის მილსადენიდან ნავთობს იპარავდა. უშიშროების სამინისტროს წარმომადგენლის ცნობით, ბოროტმოქმედები აღჭურვილი იყვნენ სპეციალური მოწყობილობით, რომლის საშუალებითაც ისინი 7 წუთში 20-ტონიან ავზს ავსებდნენ. ნედლი ნავთობის გადამუშავება თვითნაკეთ ნავთობსახდელში ხდებოდა და შემდეგ ნავთობი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იყიდებოდა. ბოლო ერთი თვის მანძილზე სამართალდამცველებმა უკვე სამი ასეთი შემთხვევა გამოავლინეს. მიმდინარეობს გამოძიება.