დღეს დაიწყო ლიტვის იგნალინის ბირთვული

დღეს დაიწყო ლიტვის იგნალინის ბირთვული რეაქტორის პირველი ენერგობლოკის
დღეს დაიწყო ლიტვის იგნალინის ბირთვული რეაქტორის პირველი ენერგობლოკის
გამორთვა. ევროკავშირის ზეწოლით, ლიტვამ ვალდებულება იკისრა, წლის ბოლომდე გამოერთო ეს ბლოკი. სულ კი ბირთვული ელექტრო სადგური 2009 წლისთვის უნდა გათიშონ. სადგური 20 წლის წინაა აგებული და ჩერნობილის ტიპს მიეკუთვნება, ის არ აკმაყოფილებს ევროკავშირის ნორმებს. ევროკავშირმა გამოყო თანხები სადგურის გასაჩერებლად. იგნალინის ელექტროსადგური ბალტიისპირეთის სახელმწიფოების მთელი ენერგომოხმარების 70 პროცენტს აწარმოებს.