უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდოდ დამარცხებულმა

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდოდ დამარცხებულმა ვიქტორ იანუკოვიჩმა
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდოდ დამარცხებულმა ვიქტორ იანუკოვიჩმა
- ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა - გასული თვის არჩევნების შედეგები უკრაინის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. უზენაესი სასამართლო, მისი პრეს-მდივნის განცხადებით, ხუთშაბათს დაიწყებს ამ სარჩელის განხილვას. იანუკოვიჩმა არჩევნების შედეგი მანამდე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაასაჩივრა, იანუკოვიჩის შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების პროცესის მასობრივი გაყალბების გამო. მაგრამ საარჩევნო კომისიამ ეს შეფასება არ გაიზიარა.