პალესტინის პრეზიდენტობის კანდიდატი მაჰმუდ აბასი

პალესტინის პრეზიდენტობის კანდიდატი მაჰმუდ აბასი ხუთშაბათს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ქალაქ
პალესტინის პრეზიდენტობის კანდიდატი მაჰმუდ აბასი ხუთშაბათს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ქალაქ
ნაბლუსს ეწვია. ისრაელის გაზეთ "მაარივის"-თვის მიცემულ ინტერვიუში აბასმა განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში წარმოიშობა ისრაელთან მშვიდობის მიღწევის "შესანიშნავი შანსი". აბასის მიერ ისრაელის "სიონისტ მტრად" შერაცხვამ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის შეშფოთება გამოიწვია. 6 იანვარს ისრაელის უზენაესმა სასამართლომ უარყო პალესტინის მთავრობის პეტიცია ისრაელის მთავრობის მიერ ისრაელის ციხეებში მყოფი ათასობით პალესტინელისთვის კვირის არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მინიჭების თაობაზე.