რუსეთის უშიშროების სამსახური ავრცელებს ცნობას ინგუშეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ოთხი

შეიარაღებული პირის დახოცვის შესახებ. ინგუშეთის დედაქალაქ ნაზრანში რუსეთის პოლიციისა და უშიშროების ასზე მეტმა თანამშრომელმა, რომლებსაც ზურგს შეიარაღებული ნაწილებიც უმაგრებდნენ, ალყა შემოარტყეს სახლს, სადაც ეჭვმიტანილი შეიარაღებული პირები იმყოფებოდნენ. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეჭვმიტანილებთან ურთიერთსროლას რუს სამართალდამცავებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს შორის მსხვერპლი არ ყოფილა. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ინგუშეთის ფილიალის ხელმძღვანელი სერგეი კორიაკოვი აცხადებს, რომ დაღუპული ოთხი პირი ივნისში ინგუშეთის პოლიციის საგუშაგოებზე თავდასხმებში იყო ეჭვმიტანილი. ამ თავდასხმების შედეგად 90 ადამიანი დაიღუპა.