ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში დღეს დილით

ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში დღეს დილით ცეცხლი გაუხსნეს ბლოკ-საგუშაგოს.
ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში დღეს დილით ცეცხლი გაუხსნეს ბლოკ-საგუშაგოს.
ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ხოლო სამი - დაიჭრა. იმავე საგუშაგოს მახლობლად დაიჭრა სამი მესანგრე, რომლებიც ნაღმის გაუვნებელყოფას ცდილობდნენ. დღეს ჩეჩნეთში იპოვეს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომელი საიდ-ჰუსეინ დენიევი, რომელიც ხუთშაბათს გაუჩინარდა. მისი ნათესავები დაუკავშირდნენ ხსენებული ორგანიზაციის მოსკოვის ოფისს და მას შეატყობინეს, რომ დენიევი შინ დაბრუნდა. მისი გაუჩინარების მიზეზზე არაფერს იტყობინებიან.