რუსეთის ქალაქ ბრიანსკის პოლიცია იტყობინება

რუსეთის ქალაქ ბრიანსკის პოლიცია იტყობინება სლოვაკური წარმოშობის კათოლიკე მღვდლის მკვლელობის შესახებ.
რუსეთის ქალაქ ბრიანსკის პოლიცია იტყობინება სლოვაკური წარმოშობის კათოლიკე მღვდლის მკვლელობის შესახებ.
პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, 69 წლის იან ჰერმანოვსკი საკუთარ სახლში მკვდარი იპოვნეს. მას კისრისა და მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. დაკავებულია ორი ეჭვმიტანილი. ჰერმანოვსკი რუსეთში 1998 წელს იტალიიდან ჩავიდა და იქ ქალაქ ბრიანსკის მახლობლად 40-დე კათოლიკესგან შემდგარ მრევლს ემსახურებოდა.