საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი დღეს ლიტვას ეწვია.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი დღეს ლიტვას ეწვია.
ის ხვდება პრეზიდენტ ვალდას ადამკუსსა და სხვა ოფიციალურ პირებს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ საქართველოს მისწრაფებაზე მოსალაპარაკებლად. ლიტვა ორივე ორგანიზაციის წევრია. სამშაბათს ვილნიუსში სალომე ზურაბიშვილი დაესწრება საერთაშორისო კონფერენციას სახელწოდებით “ბალტიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნები: რეფორმების გამოცდილება და თანამშრომლობის სტრატეგიები”. კონფერენციის მთავარი თემაა გამოცდილება, რომელიც ბალტიის სახელმწიფოებმა მიიღეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისას და ამ გამოცდილებით სარგებლობა სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებში.