დღეს თბილისს ოთხდღიანი სამუშაო ვიზიტით

დღეს თბილისს ოთხდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვია სამშვიდობო ოპერაციების საკითხებში
დღეს თბილისს ოთხდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვია სამშვიდობო ოპერაციების საკითხებში
გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჟან-მარი გეენო. დღესვე იგი შეხვდა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს ირაკლი ალასანიას. როგორც გეენომ შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოში მისი ვიზიტი ადასტურებს, რომ გაეროში აფხაზეთის კონფლიქტი არ დავიწყებიათ და მისი მოგვარების გზებზე მუშაობენ. გეენოს თქმით, საქართველოში იგი ახალი ინიციატივებითა და პრაქტიკული იდეებით ჩავიდა. მან იმედი გამოთქვა, რომ ამ წინადადებებს გაიზიარებენ როგორც საქართველოს, ისე აფხაზთა მხარეები. დაგეგმილია გაეროს წარმომადგენლის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან სალომე ზურაბიშვილთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.