საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი ერვ გაიმარი

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი ერვ გაიმარი გადადგა მის მიერ სახელმწიფოს ხარჯზე მდიდრული ბინის ქირაობის
საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი ერვ გაიმარი გადადგა მის მიერ სახელმწიფოს ხარჯზე მდიდრული ბინის ქირაობის
ფაქტის გამოძიების ფონზე. საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა ფინანსთა ახალ მინისტრად საფრანგეთის ტელეკომის ხელმძღვანელი თიერი ბრეტონი დაასახელა. გადადგომის შესახებ გაიმარმა განცხადება სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლამდე გააკეთა. საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი სახელმწიფოს ხარჯზე ქირაობდა ბინას, რომელიც სახელმწიფოს თვეში 14 ათასი ევრო უჯდებოდა. 44 წლის ერვ გაიმარი, რომელიც ფინანსთა მინისტრად გასულ ნოემბერს დაინიშნა, იძლევა დაპირებას, რომ გამოვა ბინიდან და სახელმწიფოს ხარჯებს დაუბრუნებს.