რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ლუქსემბურგში იმყოფება და იქ ევროკავშირის
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ლუქსემბურგში იმყოფება და იქ ევროკავშირის
წარმომადგენლებთან ევროკავშირსა და რუსეთს შორის პარტნიორობის შეთანხმების დეტალებს ათანხმებს. ევროკომისარმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ბენიტა ფერერო-ვალდნერმა განაცხადა, რომ იმედოვნებს მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევას ისეთ საკითხებზე შეთანხმებისას, როგორიც არის ეკონომიკა, სამართალი, საგარეო უსაფრთხოება და კულტურული ურთიერთობა. 10 მაისს მოსკოვში რუსეთი-ევროკავშირის სამიტია დაგეგმილი. ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ სამიტზე პუტინი ხელს მოაწერს ევროკავშირთან პარტნიორობის შეთანხმებას. გასული წლის ნოემბრის სამიტზე ორი მხარე ვერ შეთანხმდა უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის საკითხზე, განსაკუთრებით კი ეს რუსეთის უკრაინასთან, მოლდავეთთან, ბელორუსიასთან და კავკასიასთან ურთიერთობას შეეხებოდა.