უკრაინაში აპირებენ ყოფილ პრეზიდენტ ლეონიდ

უკრაინაში აპირებენ ყოფილ პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას დაკითხვას ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის
უკრაინაში აპირებენ ყოფილ პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას დაკითხვას ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის
მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით. ოპოზიციონერი ჟურნალისტი 2000 წელს მოკლეს. უკრაინის გენერალური პროკურატურის პრეს-მდივნის განცხადებით, კუჩმამ უკვე განაცხადა, რომ თანახმაა გამოცხადდეს დაკითხვაზე. კუჩმას პოლიტიკური ოპონენტები ირწმუნებიან, რომ ყოფილი პრეზიდენტის ხელი ურევია ღონღაძის მკვლელობაში. კუჩმა უარყოფს ამ ბრალდებას.