ბიშკეკში ყირგიზეთის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა

ბიშკეკში ყირგიზეთის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის ოპოზიციონერი დეპუტატები
ბიშკეკში ყირგიზეთის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის ოპოზიციონერი დეპუტატები
პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ, რათა ქვეყანაში შექმნილი ვითარება განეხილათ. შენობაში ისინი არ შეუშვეს - განუცხადეს რა, რომ იქ რემონტი მიმდინარეობს. დეპუტატებმა მძაფრად გააკრიტიკეს ახლახან გამართული საპარლამენტო არჩევნები და პრეზიდენტ ასკარ აყაევს გადადგომისკენ მოუწოდეს. აი, რა თქვა ერთ-ერთმა დეპუტატმა ალევტინა პრონენკომ: [ალევტინა პრონენკოს ხმა] "ჩვენი აზრით, პრეზიდენტი, რომელიც სუფთა არჩევნების მომხრედ გვაჩვენებდა თავს, სინამდვილეში კი არჩევნების გაყალბებას უწყობდა ხელს, აღარ უნდა ხელმძღვანელობდეს ქვეყანას."