თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის კოლეჯის სტუდენტები

თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის კოლეჯის სტუდენტები განაგრძობენ საპროტესტო
თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის კოლეჯის სტუდენტები განაგრძობენ საპროტესტო
აქციას საქართველოს პარლამენტის შენობასთან. აქციის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ ხელისუფლება მათი მოთხოვნის შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კოლეჯის სტუდენტები აქციას არ შეწყვეტენ და შიმშილობას დაიწყებენ. უმაღლეს სასწავლებლებში მისაღებ გამოცდებზე მცირე შეღავათი გავრცელდება სამედიცინო კოლეჯის მხოლოდ მესამეკურსელებზე, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების დადებითად ჩაბარების შემდეგ, სამედიცინო უნივერსიტეტის მე-2 კურსზე ჩაირიცხებიან.