საქართველოს სატყეო დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე

საქართველოს სატყეო დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა გიორგობიანი
საქართველოს სატყეო დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა გიორგობიანი
შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილსა და უშიშროების სამსახურის ოფიციალურ პირებს მის დევნაში ადანაშაულებს. გიორგობიანმა, რომელმაც საქართველო კვირის დასაწყისში დატოვა, რადიო "თავისუფლებისთვის" გერმანიიდან მოცემულ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მას შემდეგ შეთითხნეს, რაც მან უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები ხე-ტყის უკანონო ვაჭრობიდან შემოსული თანხების მითვისებაში დაადანაშაულა. დღეს, ჟურნალისტებთან საუბარში, ვანო მერაბიშვილმა გიორგობიანის ბრალდებას "ტყუილი" უწოდა.
სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარედ ბიძინა გიორგობიანი "ვარდების რევოლუციის" შემდეგ დაინიშნა. მანამდე ის ცხრა წლის მანძილზე გერმანიაში ემიგრაციაში იმყოფებოდა.