რომის პაპი იოანე პავლე მეორე

რომის პაპი იოანე პავლე მეორე პონტიფიკატის 26 წლის მანძილზე პირველად არ მიიღებს მონაწილეობას სააღდგომო დღესასწაულში.
რომის პაპი იოანე პავლე მეორე პონტიფიკატის 26 წლის მანძილზე პირველად არ მიიღებს მონაწილეობას სააღდგომო დღესასწაულში.
მარტის დამდეგს რომის კათოლიკური ეკლესიის 84 წლის მეთაურს ხორხის ოპერაცია გაუკეთეს და მას ჯერ არ შეუძლია ლაპარაკი. ვნების პარასკევს რომში, კოლოსეუმის მახლობლად რამდენიმე ათასმა მორწმუნემ მიიღო მონაწილეობა სააღდგომო ცერემონიაში. ვატიკანის წარმომადგენელმა წაიკითხა იოანე პავლე მეორის მიმართვა. წელს კათოლიკური ეკლესია აღდგომას 27 მარტს აღნიშნავს, მართლმადიდებელი ეკლესია - 1-ლ მაისს.