საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეფონით

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს.
საუბრისას სააკაშვილმა და ლავროვმა განიხილეს საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გატანისა და ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის საკითხები. გუშინ ლავროვი ასევე ტელეფონით ესაუბრა თავის ქართველ კოლეგას სალომე ზურაბიშვილს. საქართველოსა და რუსეთს შორის 23–25 მარტს, მოსკოვში დაწყებული მოლაპარაკება აპრილში თბილისში გაგრძელდება.