რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ
ლუქსემბურგში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთი მზად არის ევროკავშირთან თანამშრომლობისთვის დნესტრისპირეთის, აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის კონფლიქტების მოგვარებაში. სერგეი ლავროვს ევროკავშირის წარმომადგენლებისთვის განუცხადებია, რომ რუსეთი მზად არის განიხილოს ნებისმიერი ახალი იდეა, რომელსაც კი ევროკავშირი მას წარუდგენს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებით. ევროკომისიის წევრის ბენიტა ფერერო-ვალდნერის თანახმად, თავად ფაქტი, რომ ლავროვი ევროკავშირთან მოლდავეთთან, საქართველოსა და ყირგიზეთთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს, ნიშნავს, რომ მოსკოვმა აღიარა ევროკავშირის როლი აღნიშნულ რეგიონში.