იტყობინებიან, რომ დღეს ერაყის პოლიტიკური

იტყობინებიან, რომ დღეს ერაყის პოლიტიკური დაჯგუფებები შეთანხმდნენ ქვეყნის შემდეგი პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტების თაობაზე.
იტყობინებიან, რომ დღეს ერაყის პოლიტიკური დაჯგუფებები შეთანხმდნენ ქვეყნის შემდეგი პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტების თაობაზე.
ვარაუდობენ, რომ ოთხშაბათს პარლამენტის სხდომაზე პრეზიდენტად დასახელდება ვეტერანი ქურთი პოლიტიკოსი ჯალალ თალაბანი. პოლიტიკურ წრეებში საუბრობენ ორი ვიცე-პრეზიდენტის შესახებ. ესენი არიან შიიტი ადელ აბდულ მაჰდი და სუნიტი არაბების ლიდერი ღაზი იავერი, რომელსაც ამჟამად უკავია პრეზიდენტის თანამდებობა. იანვრის საპარლამენტო არჩევნებში მცირე უპირატესობით გაიმარჯვა შიიტთა ალიანსმა ისლამისტების მეთაურობით.